.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები იძიებენ საკუთარი სკოლის წარსულს, კერძოდ სკოლის დაარსების წლებს, დამფუძნებელთა ბიოგრაფიებს, მათ მოღვაწეობასა და საზოგადოებრივ საქმეებს.
სკოლის არსებობის წლებს (დასაწყისიდან დღემდე) მოსწავლეები ყოფენ სკოლის დირექტორების მოღვაწეების წლებად და იძიებენ თითოეული დირექტორის მუშაობის წლებში სკოლაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს. იმფორმაციას ფლობენსაკვლევი თემის ირგვლივ.აგროვებენ სურათებს ალბომებისათვის დაქ ქმნიან როგორც საალბომო, ასევე ელექტრონულ მატიანეს. სასურველია პატარა მუზეუმის გახსნაც სკოლაში.
მოსწავლეთა ასაკი 12–15 წელი.
ვადები:4–5 (იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი).
პროექტის შესაძლო აქტივობები:შესაბამისი ლიტერატურის, ძველი გაზეთების და ფოტო და ვიდეო მასალის მოძიება, კითხვარების შედგენა, გამოფენის მოწყობა პრეზენტაცია.
მოსალოდნელი შედეგები: ელექტრონული ჟურნალი, ბუკლეტი, სკოლაში მუზეუმის პრეზენტაცია.
სარგებელი სხვებისათვის: სკოლის მისწავლე ახალგაზრდობა და თვით პედაგოგიური კოლექტივიც უკეთესად შეიცნობენ საკუთარი სკოლის ღირსებებს და შესაძლებლობებს.
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ამ პროექტზე მუშაობიოთ მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევის უნარ–ჩვევები: შეისწავლიან ისტორიულ კვლევას, ისწავლიან ისტორიულ მოვლენების აღწერას, მათ დაალაგებს ქრონოლოგიურად.
მოსწავლეები ისწავლიან სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებს.
პროექტის ხელმძღვანელი: თამარ მურჯიკნელი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა :tamarmurjikneli.
No comments:
Post a Comment